იცით თუ არა, რომ? 23-2022

"ებრუ"

1779047
იცით თუ არა, რომ? 23-2022

იცითთუ არა, რომ? 23-2022

"ებრუ"

იცით თუ არა, რომ ებრუ ანუ წყალზე ხატვის ტექნიკა ერთ-ერთი ტრადიციული თურქული ხელოვნებაა?

ებრუს ხელოვნება არის ერთგვარი წებოთი შედედებული წყლის ზედაპირზე საღებავებით ნახატის გაკეთება და მისი ქაღალდზე გადატანა. ებრუს ხელოვნება არსებითად დეკორაციის ხელოვნებაა. ამ დეკორატიული ხელოვნებით იქმნება შესანიშნავი დეკორაციული ნივთები სახლებისა და სამუშაო ადგილებისთვის.

შეუძლებელია იმის თქმა, როდიდან არის ცნობილი ებრუს ხელოვნება, რომელიც ცენტრალური აზიის და ქაღალდის დეკორაციის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. პირველი დოკუმენტირებული ებრუს ხელოვნების ნიმუში მე-16 საუკუნეს ეკუთვნის. უძველესი თურქული ნაშრომი ებრუს ხელოვნებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი საქმიანი ხაზი იყო ოსმალეთის პერიოდში,  1615 წლის შემდეგ დაიწერა. დასავლეთში ებრუს ხელოვნებისთვის მარმარილოს ქაღალდისა და თურქული ქაღალდის მსგავსი სახელები გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ებრუ ილუმინირებულ ხელნაწერებთან და კალიგრაფიასთან ერთად გამოიყენებოდა წიგნების ფურცლებზე, ხელნაწერების კიდეებზე, ყდებზე, დღეს იგი ფასდება როგორც ცალკე ხელოვნების ნიმუში. წარსულში ბევრი ადამიანი ამ ხელოვნებით ირჩენდა თავს, მაგრამ დღეს ებრუ გადაიქცა ხელოვნებად, რომელიც მხოლოდ ჰობია.



მსგავსი ინფორმაციები