იცით თუ არა, რომ? 8-2021

„გოქსუს ტრავერტინები“

1727694
იცით თუ არა, რომ? 8-2021

იცით თუ არა, რომ? 8-2021

„გოქსუს ტრავერტინები“

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე ტრავერტინის რეგიონი, რომელიც ტყეებშია წარმოქმნილი, არის თურქეთში?

მსოფლიოში ცნობილი ფამუქქალეს ტრავერტინების გარდა, თურქეთის შავი ზღვის რეგიონში არის კიდევ ერთი ტრავერტინის ტერიტორია. გირესუნში, დერელის რაიონში მდებარე გოქსუს ტრავერტინები, რომელიც ფამუქქალეს მოგაგონებთ,  არის მსოფლიოში სიდიდით მეორე ტყეში წარმოქმნილი ტრავერტინის რეგიონი, აშშ-ს იელოუსტოუნის ეროვნული პარკის შემდეგ.

გოქსუს ტრავერტინები, რომელიც მდებარეობს კუზალანის ბუნებრივი პარკიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ჰგავს ფამუქქალეს თავისი ფირუზისფერი და თეთრი ფერებით. ტერიტორია, სადაც განთავსებულია მაღალი მინერალური ღირებულების სოდიანი წყლისგან წარმოქმნილი ტრავერტინები, დიდი და პატარა ტბორების შექმნით ტერასების სახით არის მოწყობილი. ვიზიტორების საფეხმავლო ბილიკები დროთა განმავლობაში გათეთრდა, ტბორები კი ფირუზისფერია. გოქსუს ტრავერტინების მოწყობის სამუშაოები 2022 წელს დასრულდება და ეს მომხიბლავი რეგიონი ტურიზმისთვის გაიხსნება.


საკვანძო სიტყვები: #ტრავერტინები , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები