„კუთხე-კუნჭული“ 35/2020

ტარხუნის ლიმონათი

1480296
„კუთხე-კუნჭული“ 35/2020

„კუთხე-კუნჭული“ 35/2020

ტარხუნის ლიმონათი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ტარხუნის ლიმონათი

მცერანე ტარხუნას სამშობლო შორეული ციმბირია. ის გვირილისებრთა ოჯახიდანაა. ანატოლიაში მას დარგუნს, მწვანე ოქროს, ხოლო კავკასიაში გველეშაპის ბალახსაც ეძახიან.  თავისი არომატული და განსხვავებული გემოს გამო ის ევროპულ სამზარეულოშიც გავრცელდა და შემდეგ ოსმალურ კერძებშიც დაიმკვიდრა თავი. ქართულ ტრადიციულ კერძს ჩაქაფულსაც განსაკუთრებულს სწორედ ეს მცენარე ქმნის. ფრანგულ სამზარეულოში ტარხუნისაგან დამზადებულ გარნირებს თევზეულის მოსართავად იყენებენ. თურქულ კერძებში კი მისგან ე.წ. ბორექს ანუ ხვეულა ცომს ამზადებენ, რომლის გულშიც ტარხუნას ათავსებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტარხუნა მაინც კერძების არომატის გამამძაფრებელი ინგრედიენტია, კავკასიაში მისგან სასმელსაც კი ამზადებენ. ეს სწორედ ტარხუნის ცნობილი ლიმონათია.

 

თურქულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ ქართველი აფთიაქარის მიერ 1889 წელს ტარხუნის ესენციისა და მინერალური წყლის შერევამ ტარხუნის ლიმონათი დაბადა, რომლის ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ 1981 წლიდან გახდა შესაძლებელი. თუმცა არაფერია ნათქვამი მიტროფან ლაღიძეზე, რომელმაც ცნობილი „ლაღიძის წყლები“ დააარსა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ტარხუნის, შოკოლადის, მსხლისა და კიდევ ბევრი სხვა არომატის ე.წ. გაზოზის (თურქულად) იგივე გაზიანი სასმელის აღმოჩენა და გავრცელება.

ამერიკული ინდუსტრიულ ბრენდს კოკა-კოლას საბჭოთა კავშირში სწორედ ტარხუნის ლიმონათი ანაცვლებდა. თურქეთში ნაკლებად ცნობილი ტარხუნის მცენარისაგან გამაგრილებელი სასმელის დამზადება რამდენიმე წელია რაც აღმოაჩინეს. სტამბოლში, ქადიქოის უბანში „გაზ ვოდად“ ცნობილი საბჭოურ დიზაინში გადაწყვეტილი პატარა კაფე სწორედ იმ მიზნით დაარსდა, რომ იქ მისულ კლიენტებს საბჭოეთი მოაგონდეს და ახალგაზრდა თაობამ კი ის ძველი გემოები გაიცნოს. თითქმის თბილისური ლაღიძის წყლების სტამბოლურ ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ ამ კაფის კონცეფტი, რომელიც რუსი დედისა და თურქი მამის ქალიშვილმა სიუზანა ასკაროვამ შექმნა.

კაფის მეპატრონე აღნიშნავს, რომ ის გემოები, რაც ამ გამაგრილებელ სასმელს ახლავს, სტამბოლის მოსახლეობისათვის არც თუ ისე შორეულია. რადგანაც თურქეთშიც 70-იან წლებში ისეთი გაზიანი სასმელები იწარმოებოდა, რომელთა გემოვნებაც ახლოს იყო საბჭოთა ლიმონათებთან. თუმცა თურქეთში არ იცნობდნენ ტარხუნის ლიმონათს. შეიძლება ითქვას, რომ მთელს საბჭოეთში ლაღიძის წყლებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამიტომაც მოგვიანებით თბილისიდან მოსკოვში, მოსკოვიდან კი სტამბოლში გავრცელებული ტარხუნის ლიმონათი, მიუხედავად მისი რუსული დამღისა ქართულ ლიმონათად მოიხსენიება. თუმცა ახალგაზრდა თაობაში არის მოსაზრება, რომ ის ამერიკული სასმელია, რადგანაც საბჭოეთის ბოლო წლებში ტარხუნის ლიმონათის წარმოება ამერიკაშიც დაიწყეს.

ტარხუნის ლიმონათს, რომლის სახლში დამზადებაც ლიმონის, ცოცხალი ტარხუნის, თაფლის, კიტრისა და მინერალური წყლის შერევით არის შესაძლებელი, გულის დაავადებების შემცირება, სისხლში შაქრის დაბალანსება და უმადობის განკურნებაც შეუძლია.

 


საკვანძო სიტყვები: #ლიმონათი , #ტარხუნა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები