თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ ბრიტანეთსაც ეხმარება

თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ ბრიტანეთსაც ეხმარება

1395328
თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ ბრიტანეთსაც ეხმარება

 თურქეთმა,  ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სპეციალური კარგოს თვითმფრინავით ადგილობრივი წარმოების ათასობით სამედიცინო დახმარების მასალა, როგორიცაა N95 პირბადეები,  სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებები  დიდი ბრიტანეთს  გაუგზავნა.  თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა  თვითფრინავმა ლონდონში უკვე ჩააღწია.  სამედიცინო საშუალებების ყუთებზე თურქულ და ინგლისურ ენებზე   წერია მევლანა ჯალალ ად დინ რუმის ცნობილი ფრაზა: „უიმედობას  იმედი  შეცვლის.  მზის  ამოსვლა  გაანათებს  სიბნელეს“. თურქეთმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მსგავსი დახმარებები ადრე იტალიას, ესპანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას  და კოსოვოს გაუგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები