თურქული სამზარეულო 39/2019

„ქათამი ჩერქეზულად“

1290584
თურქული სამზარეულო 39/2019

„ქათამი ჩერქეზულად“

მოგესალმებით. არ იქნება მცდარი თუ ვიტყვით, რომ თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულოა, რადგანაც შუა აზიიდან ბალკანეთამდე ბევრი სამზარეულოს გავლენა იგრძნობა თურქულ კერძებზე. თურქების შუა აზიიდან ანატოლიაში გადასახლებით დაწყებულმა პროცესმა, ოსმალეთის იმპერიის მიერ ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთამდე საზღვრის გაფართოებამ ბევრი გემოსა და კერძის ერთ კალათში თავმოყრას გაუხსნა გზა. აი ამის გამო თურქული სამზარეულო როგორც გამოყენებული ინგრედიენტების ასევე მომზადების წესის კუთხით ძალიან მდიდარია. ანატოლიიდან გადმოსახლებულმა სხვადასხვა ერებმა და ტომებმა საკუთარი გასტრონომიული კულტურაც თან წამოიღეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს თურქული სამზარეულოს გამდიდრებაში. დღეს შემოგთავაზებთ ჩერქეზულად მომზადებული ქათმის რეცეპტს.

ერქეზული ქათმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ქათმის მოსახარშად:

1 მთლიანი ქათამი

1 ცალი ხახვი

1 ცალი სტაფილო

5-6 ღერო ოხრახუში

1 ცალი ნიახურის ღერო

მარილი

შავი პილპილი

ჩერქეზული ქათმის მოსამზადებლად

250 გარჩეული ნიგოზი

4-5 ნაჭერი დაძველებული პური

2 კბილი ნიორი

1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა

2 წყლის ჭიქა ქათმის ნახარში

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად ქათამი ხახვთან, სტაფილოსთან, ოხრახუშთან, ნიახურთან, მარილთან და შავ პილპილთან ერთად მოხარშეთ. მოხარშული ქათამი წყლიდან ამოიღეთ, გააციეთ, კანი და ძვლები მოაცალეთ და დაანაწევრეთ. ნიგოზი დანაყეთ ან ბლენდერში გაატარეთ.  დაძველებული პურის გული ქათმის წვენში დაასველეთ, გაწურეთ და ნიგოზში ჩაამატეთ.  მასას კარგად ურიეთ სანამ ყველა ინგრედიენტი არ გაიხსნება, შემდეგ მარილი და გასრესილი ნიორი დაამატეთ. 1¼ შეგრილებული ქათმის წვენი დაამატეთ. დანაწევრებული მოხარშული ქათამი და ნიგვზიანი მასა ერთმანეთში კარგად აურიეთ.  ზემოდან წითელი დაფქული წიწაკა მოაყარეთ და სუფრასთან ცივი ან ნელთბილი მიიტანეთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები