თურქული სამზარეულო 23/2019

„ბაქლავა“

1219898
თურქული სამზარეულო 23/2019

თურქული სამზარეულო 23/2019

„ბაქლავა“

თუ იკითხავთ თურქულ სამზარეულოს ყველაზე ცნობილი ტკბილეულობა რომელიაო, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ესაა ბაქლავა. დღესასწაულების, ქორწილების, ბედნიერი დღეების აღსანიშნავი ტკბილეულობა ბაქლავაა. ძალიან თხლად გაბრტყელებულ ცომებს შორის დაქუცმაცებული ფსტის, ნიგვზის ან თხილის მიმობნევის შემდეგ სიროფით დამტკბარი ტკბილეული ბაქლავა. იგი მხოლოდ თურქეთში არ მზადდება. მას აკეთებენ ბალკანეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე გადაჭიმულ ვრცელ ტერიტორიაზე, მაგრამ ნამდვილი გურმანები აცხადებენ, რომ საუკეთესო ბაქლავას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონში გაზიანთეფში ამზადებენ. ახლა კი შემოგთავაზებთ ბაქლავის რეცეპტს.

ბაქლავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

3 ცალი კვერცხი

1 წყლის ჭიქა რძე

1 წყლის ჭიქა ზეთი

1 ტბილის კოვზი გამაფხვიერებელი

1 სუფრის კოვზი ძმარი

¼ ტკბილის კოვზი მარილი

5 წყლის ჭიქა ფქვილი

2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი ან ფსტა

1 ½ ჭიქა სიმინდის სახამებელი

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

250 გრამი გამდნარი კარაქი

სიროფისთვის დაგჭირდებათ:

4 წყლის ჭიქა შაქარი

5 წყლის ჭიქა წყალი

½ ტკბილის კოვზი ახლადგამოწურული ლიმონის წვენი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

თავდაპირველად მოვამზადებთ ცომს. ფქვილი ღრმა თასში გადაიტანეთ.  ფქვილის შუაგული თითებით ჩააღრმავეთ.  ჩაამატეთ კვერცხი, რძე, ზეთი, გამაფხვიერებელი, ძმარი და მარილი. ყველა მასალა ერთმანეთში ნელ-ნელა აურიეთ და რბილი ცომი მოამზადეთ. მომზადებულ ცომს დანოტიოებული ტილო გადააფარეთ და ერთ საათი დაელოდეთ. ცომი 20 თანაბარ ნაწილად დაყავით და დაამრგვალეთ. თითოეული ნაწილი თეფშის ზომაზე გააბრტყელეთ. გაბრტყელებულ ცომებს  შორის სიმინდის სახამებელი მოაფრქვიეთ და ერთმანეთზე დააწყვეთ.  ცომის ხის წვრილი გასაბრტყელებლით ცომი რაც შეიძლება თხლად გააბრტყელეთ.

ამავდროულად გაბრტყელებულ ცომის ფენებს შორის ცხიმის წასასმელად კარაქი ქვაბში გაადნეთ. ღუმელის ლანგარზე გამდნარი კარაქი წაუსვით. გაბრტყელებული თხელი ცომებით საუკეთესო ორი ცალი ყველაზე ქვედა და ზედა ფენებისთვის შეინახეთ. 10 ცომი ღუმელის ლანგარზე დააფინეთ თან ყველა ფენას შორის გამდნარი კარაქი წაუსვით. დაფქული თხილი ნიგოზი ან ფსტა ბაქლავას შუა ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ. დარჩენილი ცომის ფენები იგივე ფორმით ლანგარზე დააწყვეთ. ცომის გვერდითი ნაწილები ქვემოთ ჩაწიეთ. ბაქლავა მჭრელი დანით დაჭერით. დარჩენილი გამდნარი კარაქი ბაქლავაზე თანაბრად წაუსვით. წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთი შეწვით, მანამ სანამდე ზემოდან არ დაწითლდება და ყველა ფენა ცალ-ცალკე არ დაიხსნება.

ბაქლავის სიროფის მოსამზადებლად კი შაქარი და წყალი ღრმა ქვაბში ჩაასხით და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი ადუღეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი და გამორთეთ. ღუმელიდან გამოღებულ ცხელ ბაქლავას ცხელი სიროფი ნელ-ნელა მოასხით. მას შემდეგ რაც ბაქლავა სიროფს შეიწოვს იგი შეგიძლიათ მიირთვათ.

შეგერგოთ!    


საკვანძო სიტყვები: #თურქული სამზარეულო , #ბაქლავა

მსგავსი ინფორმაციები