თურქეთის გამოცდილება: ხორასანის გზა

აქტუალური თემის ანალიზი 20/2019

1201748
თურქეთის გამოცდილება: ხორასანის გზა

აქტუალური თემის ანალიზი 20/2019

თურქეთის გამოცდილება: ხორასანის გზა

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ადამიანი, რომელიც ცხოვრების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, პესიმისტურ სტატიებს ვერ დაწერს.  ჩემი სურვილია, სამოქალაქო დაპირისპირებების, შეტაკებებისა და მსგავსი უარყოფითი ქმედებების ნაცვლად, პოზიტიურ საკითხებზე გავაკეთო ანალიზი. სამწუხაროდ, აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის და სხვა აქტიორების ზეგავლენით ყოველდღიურად ახალი დაპირისპირებების წინაშე ვდგებით. გლობალურ აქტიორებთან ერთად, პიროვნული და რეგიონალური ტერ ორგანიზაციები კაცობრიობის ოჯახს დღითი დღე დიდ ზიანს აყენებენ. დასავლური ქვეყნები ყოველდღიურად რატომღაც მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდისკენ მიისწრაფვიან. საზოგადოების ფენები, რომლებიც  განსხვავებულობას არ ეგუებიან, ხშირად მიმართავენ მასიური მკვლელობების მეთოდს. მაგალითისათვის, დაეში-ს მიერ ბოლო დროს, ახალ ზელანდიაში და შრი-ლანკაში განხორციელებული მასიური მკვლელობები.  ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გვესაჭიროება უფრო საყოველთაო ენა, რათა, როგორც ისლამურ სამყაროში ასევე სხვა რეგიონებში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. უფრო სწორად, ჩვენ გვჭირდება უნივერსალური მორალი, რომელიც იწვევს ყველას, მიიღოს და სხვადასხვა  ღირებულებებს პატივი სცეს.

როგორც სხვა ასევე რელიგიის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენლები,  კაცობრიობის ოჯახის სიმშვიდისთვის განა საჭირო ნაბიჯებს ვერ გადადგამენ? სინამდვილეში ადამიანს მისი მსგავსის პატივისცემა უფრო შეუძლია, მაგრამ, რატომაა, რომ უფრო მეტად მისი მსგავსი მიმართ არის მტრულად განწყობილი, გაუგებარია. ამის აღმოფხვრის ერთადერთი გზა, განსხვავებულის მტრულად შეფასების ნაცვლად, ერთგვარ სიმდიდრეებად აღქმაა. მათდამი ტოლერანტულად  განწყობა, განა მშვიდობას და სტაბილურობას არ მოგვიტანს? მხოლოდ აღების ნაცვლად გაცემაც,  ერთგვარი მშვიდობის და ბედნიერების მიზეზი შეიძლება გახდეს.

განსხვავებული, რწმენის, ერის, რასის და იდენტობის ადამიანების ერთ გარემოში ცხოვრება რატომ უნდა იყოს, მტრობის მიზეზი და არა ერთგვარი სიმდიდრის?

სინამდვილეში ეს ყველაფერი ყველას მხრიდან უნივერსალურ ღირებულებებად არის ცნობილი. მაგრამ, სამწუხარო კი ისაა, რომ ღირებულებების დასასრულის პერიოდში ვცხოვრობთ.

დღეისათვის სამწუხაროდ, უფრო მეტად შეტაკებების, რადიკალიზმის, ასიმილაციის, ზეწოლის და სხვა უარყოფითი ქმედებების შესახებ გვესმის ხოლმე. კარგით მაგრამ უნივერსალური ღირებულებების დაცვით ცხოვრების პერიოდი თუ არსებობდა, როდისმე?

ჩვენი ცივილიზაციის მიხედვით ამ კითხვაზე თავისუფლად შეგვიძლია ვუპასუხოთ,  „დიახ“. 

ხორასანის რეგიონიდან გავრცელებული იდენტობა, რომელიც მართლაც და უნივერსალურ ღირებულებებზე არის დაყრდნობილი, ერთად თანაცხოვრებით და  განსხვავებულის მიმართ პატივისცემით გამოირჩეოდა. ხორასანის გზა შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მისტიკური გზაა.

ხორასანის რეგიონი, ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, და უზბეკეთის გარკვეულ ნაწილებს მოიცავს. სწორედ ამ რეგიონების წარმომავლობის მქონენი არიან  აჰმედ იესევი, შაჰ  ნახშიბენდი,  მევლანა ჯალალედინ რუმი, ჰაჯი ბაირამი ველი, ჰაჯი ბექთაში ველი და სხვა სწავლულები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ყველასათვის ცნობილი  პირები არიან.  ამ პირების საერთო თვისება ის გახლდათ, რომ ისინი, ისლამური ცივილიზაციით იყვნენ აღზრდილნი და ყოველთვის განსხვავებულის მიმართ განურჩევლად რწმენისა, ერისა და კულტურისა დიდი პატივისცემით გამოირჩეოდნენ. ისინი დღეისათვის უნივერსალურ ღირებულებებად აღიარებულ პრინციპებს არა მხოლოდ იღებდნენ, არამედ ამ პრინციპებით ცხოვრობდნენ. მაშინ როდესაც,  დასავლეთში განსხვავებული მრწამსის ადამიანებს ინკვიზიციის წესით ასამართლებდნენ, ოსმალეთის იმპერიაში  არა მუსლიმებსაც  თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება.

ხორასანის გზის პრინციპები მევლანას შვიდ რჩევაში ძალიან კარგად არის ასახული.

„სიკეთის კეთებაში მდინარესავით გამდინარე  იყავი“.

„თანაგრძნობაში და მოწყალებაში  მზესავით იყავი“.

„სხვისი ნაკლოვანებების დაფარვაში ღამის წყვდიადივით იყავი“.

„რისხვის  და აღშფოთების დროს მკვდარივით იყავი“.

„მოკრძალებასა და თავმდაბლობაში  მიწასავით იყავი“.

„ტოლერანტობაში ზღვასავით იყავი“.

„იყავი ისეთი როგორიც ხარ, ან ისეთი როგორიც გამოიყურები“.

ხორასანის გზას შეიძლება თურქეთის გამოცდილებაც დავუმატოთ. ამ თვალსაზრისითაც თანამედროვე თურქეთს დიდი გამოცდილება აქვს. გლობალური ბოროტად მოქმედი ადამიანები საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა ხერხს მართავენ რა, ერთგვარ დაპირისპირებებს იწვევს. გრძელ ვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კი ყველაზე სწორი გზა  „ხორასანის გზაა“ 

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები