თურქული სამზარეულო 18/2019

„არტიშოკი მსხვილი ცერცვით ანუ ბაკლათი“

1199129
თურქული სამზარეულო 18/2019

თურქული სამზარეულო 18/2019

„არტიშოკი მსხვილი ცერცვით ანუ ბაკლათი“

თურქული სამზარეულო მდიდარია როგორც ხორცით ასევე ბოსტნეულისგან მომზადებული კერძებით. თურქულ სამზარეულოში მოიძებნება ბოსტნეულის კერძის ასობით რეცეპტი, რომელთა მიღებაც ასევე შეუძლიათ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს. დღეს ასეთი კერძებიდან ერთ-ერთის „არტიშოკი მსხვილი ცერცვით ანუ ბაკლათი“ რეცეპტს შემოგთავაზებთ. არტიშოკს უფრო მეტად თურქეთის დასავლეთ რეგინებში ამზადებენ და იგი ამავდროულად ძალზედ სასარგებლო საკვებია.  სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტიოქსიდანტური თვისებების გამო არტიშოკი განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძილისთვის. ასევე სასარგებლოა მსხვილი ცერცვიც. ეს ორი ბოსტნეული იკი ერთად ბუნებრივად ძალზედ გემრიელი და სასარგებლოა.  

სანამ ინგრედიენტების ჩამოთვლაზე გადავიდეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ არტიშოკის მხოლოდ შიდა თეფშის ფორმის თეთრი გული გამოიყენება. 

არტიშოკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

5 ცალი გასუფთავებული არტიშოკი

300 გრამი მსხვილი ცერცვი ანუ ბაკლა

2 ცალი ხახვი

½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

½ კონა კამა

4 წყლის ჭიქა წყალი

½ სუფრის კოვზი ფქვილი

1,5 დესერტის კოვზი შაქარი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 ცალი გაწურული ლიმონის წვენი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

პირველ რიგში იმისათვის, რომ არ გაშავდეს გასუფთავებულ არტიშოკის თეთრ გულს ლიმონი წაუსვით. ქვაბში მოაწყვეთ ისე რომ ჩაღრმავებული გულები ზემოთ მოექცეს. ხახვი გაფცქვენით, რამდენიმე ნაწილად გაყავით და ქვაბში ჩაამატეთ. ცალკე თასში ზეითუნის ზეთი, შაქარი, მარილი,  ფქვილი, გამოწურული ლიმონის წვენი და 4 ½  წყლის ჭიქა წყალი ერთმანეთში აურიეთ. დაასხით არტიშოკს. ქვაბს თავსახური დააფარეთ და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ. ამავდროულად მსხვილი ცერცვი ანუ ბაკლა გაარჩიეთ და გარეცხეთ. 15-20 წუთის შემდეგ ანუ დარბილებული არტიშოკის ჩაღრმავებულ გულებში თანაბრად განაწილებული ბაკლა ჩააწყვეთ. ბაკლასთან ერთად არტიშოკი 25-30 წუთი ხარშეთ. არტიშოკი ქვაბში გააცივეთ და შემდეგ გადაიტანეთ სერვისის თეფშზე. სუფრასთან ოთახის ტემპერატურაზე გაციებული არტიშოკი მიიტანეთ. შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები