ტურიზმი თურქეთში 1

გობექლი-თეფე

1116873
ტურიზმი თურქეთში 1

 

მოგესალმებით. დღევანდელ პროგრამაში, „ტურიზმი თურქეთში“  გობექლი-თეფეს შესახებ ვისაუბრებთ.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში თურქეთიდან 18 კულტურული ძეგლია შესული და მათ შორის ერთ-ერთი, გობექლი-თეფე გახლავთ...

გობექლი-თეფეს იუნესკოს მემკვიდრეობის  სიაში შეყვანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისება ის გახლავთ, რომ იგი კაცობრიობის მიერ აშენებული ერთ-ერთი პირველი ტაძარია. 12 ათას წლიანი წარსულის მქონე ეს ტაძარი 1994 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. გობექლი-თეფე 30 მეტრიანი მრგვალი ფორმის ნაგებობა გახლავთ, რომლის ცენტრშიც ორი ერთეული „T“-ს ფორმის 5 მეტრი სიმაღლის კირქვის სვეტებია განთავსებული. რეგიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე სხვა ტაძრების ნამარხებიც იქნა აღმოჩენილი... ამ სამლოცველოს მშენებლობის და იმ პერიოდის ადამიანების ცხოვრების შესახებ ინფორმაციების მოსაპოვებლად გათხრები დღესაც გრძელდება.  გობექლი-თეფე,  12 ათასი წელია, ბუნებრივ გარემოში ხელშეუხებლად დარჩენილი  არქეოლოგიური აღმოჩენებიდან ერთ-ერთია.  ნეოლითური ხანის ნაგებობა, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საბაბს, რომ კაცობრიობის ისტორიას კიდევ ერთხელ გადაიხედოს.

გობექლი-თეფე,  თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შანლიურფას სოფელ ორენჯიქის მახლობლად მდებარეობს... შანლიურფაში სახმელეთო და საჰაერო გზით ჩასვლის შემდეგ მასთან მისვლამდე კიდევ 18 კმ. რჩება.  შუამავლების ქალაქად მიჩნეულ შანლიურფაში ჩამსვლელებს, ასევე შეუძლიათ, გობექლი-თეფეს ტაძარი, ციხე და სხვა ისტორიული ძეგლები მოინახულონ. ასევე მინდა ვურჩიო იქ ჩამსვლელ ტურისტებს ადგილობრივი სამზარეულოც დააგემოვნონ...


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ტურიზმი , #გობექლი-თეფე

მსგავსი ინფორმაციები