ერდოღანმა მალკოლმ X-ის ქალიშვილები მიიღო
მალკოლმ X-ი 1965 წლის 21 თებერვალს, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს
გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით, ნიუ-იორკში ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მალკოლმ იქსის ქალიშვილები, ქაბილა და ელიაშა მიიღო. შეხვედრას პრეზიდენტის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ერდოღანმა, მალკოლმ X-ის ქალიშვილებს სამახსოვრო ფოტო გადასცა, რომელზეც „მსოფლიო ხუთზე დიდია“ თემაა გამოსახული. მალკოლმ X-მა 1940-იან წლებში ციხეში ყოფნის დროს „ისლამის ერი“ სახელწოდების ორგანიზაციების წევრები გაიცნო, რის შემდეგაც ისლამი მიიღო რა, ნამდვილი სახელი, მალკოლმ ლიტლი შეიცვალა და მალკოლმ X-ი დაირქვა. იგი, ამერიკაში შავკანიანების უფლებების დამცველი და ნამდვილ ისლამის მქადაგებელი გახლდათ. მალკოლმ X-ი 1965 წლის 21 თებერვალს, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს.