TRT World „ემი“-ს ჯილდოზე პირველად წარადგინეს

თურქეთის პირველი ინგლისურენოვანი საინფორმაციო არხი TRT World „ემი“-ს ჯილდოზე პირველად წარადგინეს

1028443
TRT World „ემი“-ს ჯილდოზე პირველად წარადგინეს

თურქეთის პირველი ინგლისურენოვანი საინფორმაციო არხი TRT World „ემი“-ს ჯილდოზე პირველად წარადგინეს.

TRT World-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, არხის დოკუმენტური ფილმების სერიის Off the Grid-ის სერია "Sessiz Ölüm" (ჩუმი სიკვდილი) წლევანდელ „ემიზე“ „აქტუალური საინფორმაციო პროგრამის“ კატეგორიაში წარადგინეს.

ამ ჯილდოსთვის ასევე იბრძოლებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საინფორმაციო არხების მიერ მომზადებული 7 პროგრამა.

დაჯილდოების ცერემონია 1 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

დოკუმენტურმა ფილმმა "Sessiz Ölüm" გასულ წელში ივნისში იტალიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. დოკუმენტურ ფილმში როგორც დაზარალებულების ასევე ადამიანებით მოვაჭრეთა პირით მოთხრობილია მიგრანტების რთული მდგომარეობა, რომლებიც ოჯახებისათვის ლუკმა პურის მიტანის იმედით ორგანოებს ყიდიან.


საკვანძო სიტყვები: #TRT World , #TRT , #ემი , #ჯილდო

მსგავსი ინფორმაციები