გუშინ სტამბოლის აღების 565-ე წლისთავი აღინიშნა

სტამბოლის აღების 565-ე წლისთავი, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის პატრონაჟით და სტამბოლის მერიის ორგანიზებით გამართულ ცერემონიაზე აღინიშნა

981990
გუშინ სტამბოლის აღების 565-ე წლისთავი აღინიშნა

სტამბოლის აღების 565-ე წლისთავი, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის პატრონაჟით და სტამბოლის მერიის ორგანიზებით გამართულ ცერემონიაზე აღინიშნა.  

საზეიმო ცერემონია ჰალიჩის კონგრეს ცენტრის სანაპირო ტერიტორიაზე ჩატარდა.

ღონისძიება იფთარის პროგრამით დაიწყო. ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელთა შემდეგ კი „სპეციალური წარმოდგენა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სცენაზე გამოვიდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მეჰთერანის გუნდი.

სპეციალური წარმოდგენისთვის სანაპიროდან დაახლოებით 50 მეტრში ზღვაზე სპეციალური პლატფორმა გაკეთდა.  3D mapping-ის წარმოდგენისთვის 20 წუთიანი ფილმი მომზადდა.

ცერემონიაზე გაცოცხლებული იქნა ფათიჰ სულთან მეჰმედ ხანისა და მისი სამხედროების მიერ სტამბოლის აღების სცენა, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა და რომელმაც დაასრულა ერთი ეპოქა და კარი გაუღო მეორეს.  

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა სტამბოლის მერიის მიერ მომზადებული და საერთაშორისო პოსტ საწარმოო ჯგუფების მიერ თვენახევარსი დამზადებული ფილმი.    

პროგრამას ესწრებოდნენ თურქეთის მთავარი რაბინი რავ ისაკ ჰალევა, სტამბოლისა და ანკარის ასირიელ მართლმადიდებელთა სულიერი ლიდერი მორ ფილუქსინოსი იუსუფ ჩეთინი, სტამბოლში მყოფი კონსულები, ხელოვანები, საქმიანი სამყაროს წარმომადგენლები, სპორტსმენები, ხელოვანები და პოლიტიკოსები.  


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ღონისძიება

მსგავსი ინფორმაციები