პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

“ორი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირება არ მოხდება“

955508
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

როგორც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მორიგი სატელეფონო საუბარი შესდგა პუტინსა და ტრამპს შორის და ორივე ლიდერმა დადებითი მესიჯები გაავრცელეს რა, ამერიკის პრეზიდენტმა რუსი ლიდერი თეთრ სახლში მიიწვია, ხოლო ამის პარალელურად განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა პუტინის მიპატიჟებით და რუსეთში ვიზიტით. “ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ არ დაუშვებენ ამერიკისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას“, ხაზი გაუსვა ლავროვმა. მან ასევე განაცხადა, რომ 14 აპრილს, აშშ-ს მიერ  სირიის რეჟიმზე თავდასხმის შემდეგ, დამასკოსათვის S-300 ტიპის რაკეტების  გაყიდვის პროექტმა რეალური სახე შეიძინა



მსგავსი ინფორმაციები