ერდოღან-პუტინ-რუჰანის სამიტი 4 აპრილს ანკარაში გაიმართება

3 აპრილს ერდოღანი პუტინს მიიღებს

941599
ერდოღან-პუტინ-რუჰანის სამიტი 4 აპრილს ანკარაში  გაიმართება

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი თავის რუს და ირანელ კოლეგებს, ვლადიმერ პუტინს და ჰასან რუჰანის 4 აპრილს ანკარაში შეხვდება.

ამავე ცნობით მანამდის, კონკრეტულად კი 3 აპრილს, ერდოღანისა და პუტინის თანა თავმჯდომარეობით თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი ამომწურავად იქნება განხილული და ამასთან ერთად გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე.

ამავე დღეს ადანის მახლობლად მდებარე აქქუის ბირთვული სადგურის მშენებლობის საძირკველიც გაიჭრება.

4 აპრილის სამთა სამიტის წინ ერდოღანს ცალ ცალკე პირისპირი შეხვედრები ექნება პუტინთან და რუჰანისთან, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს ცენტრი



მსგავსი ინფორმაციები