თურქეთმა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 3 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

თურქეთმა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, 35%-იან მატებით, 3 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

940784
თურქეთმა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 3 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

თურქეთმა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, 35%-იან მატებით, 3 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ 2018 იანვარ-თებერვალის ტურიზმის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თურქეთში წლის პირველ ორ თვეში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტი, სამი მილიონი უცხოელი ტურისტი შემოვიდა.

იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი ტურისტი 11,73%-იანი მატებით ირანიდან შემოვიდა. ამ პერიოდში ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ 350 ათას 421 შეადგინა.

საქართველო, თურქეთში შემოსული ყველაზე მეტი ტურისტების რაოდენობის მიხედვით 10,29%-იანი მატებით მეორეა, 7,4%-იანი მატებით მესამე ბულგარეთია, 6,8%-იანი მატებით მეოთხე გერმანიაა, 4,49%-იანი მატებით რუსეთი კი მეხუთეა.

თურქეთმა 2018 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან 307 ათას 447, ბულგარეთიდან 231 ათას 374, გერმანიიდან 196 ათას 604 და რუსეთიდან კი 134 ათას 211 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.  



მსგავსი ინფორმაციები