TİKA-ს დახმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს

TİKA-ს დახმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს

881865
TİKA-ს დახმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, (TİKA) ეთიოპიაში ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ მყოფ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება გაუწია.  TİKA-მ ეთიოპიის დედაქალაქ, ადის-აბებაში ერთ-ერთ საავადმყოფოს პედიატრიულ, ჰემატოლოგიის და ონკოლოგიურ განყოფილებაში დიდი რაოდენობით ეტლები, საწოლები და საავადმყოფოსათვის საჭირო სხვა ნივთები გადასცა. აღნიშნული ნივთების გადაცემის ცერემონიალზე TİKA-ს, ადის-აბებას წარმომადგენელმა,  ბურაკ ოზდენმა განაცხადა, რომ იქ მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გახარება მათთვის დიდი სიამოვნება და პატივია. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საავადმყოფოს მომსახურების დირექტორი, ირგუ  გებრეჰივოტიმაც   და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა 70 ათასია და მკურნალობისათვის საკმარისი დაწესებულებები არ არსებობს.  TİKA-მ  მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 360 სამედიცინო დაწესებულებაში  საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები