გაერო, თურქეთის ტურიზმი

“თურქეთის ტურიზმი მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 30 პროცენტით გაიზარდა"

871920
გაერო, თურქეთის ტურიზმი

“თურქეთის ტურიზმი მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 30 პროცენტით გაიზარდა"

გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური ორგანიზაციის მდივანმა თალეპ რიფაიმ, გაეროს ჟენევის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, შეფასება მისცა თურქეთის ტურიზმს. მეტად მგრძნობიარე ინდუსტრიად დაასახელა რა ეს სექტორი, აღნიშნა რომ იგი უმალ განიცდის გარე ზეგავლენას. მაგრამ თუ ქვეყანას გააჩნია ტურიზმის ფუნდამენტალური ისტორია, მას შეუძლია გაუძლოს გარედან შემოსულ ყველანაირ გავლენას, შესძლოს ფეხზე დგომა და უმოკლეს დროში დაუბრუნდეს უწინდელ მდგომარეობას. რიფაის ცნობით, თურქეთი, უკანასკნელ 40 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტურისტული სახელმწიფოა. მას არ განუცდია არც 2016 წლის 15 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა და არც ტერ-აქტების მსგავსი ინციდენტების ზეგავლენა. დაუჯერებელი სახით შესძლო ტურიზმმა აღდგენა. ტურიზმის სექტორის გასაოცარი გამოცოცხლება შეიმჩნა განსაკუთრებით 2017 წელში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე გაიზარდა 30 %-ით.  

რეფაიმ გამოთქვა სურვილი, თურქეთის ტურიზმი დაუბრუნდეს 3 წლის წინანდელ დონეს. გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთის ტურიზმი ასი %-ით შესძლებს ამას. სისტემატური კონტაქტები აქვთ თურქეთში ტურიზმის უფლებამოსილებთან. განსაკუთრებით კი კულტურის და ტურიზმის სამინისტროსთან.  ვარაუდობენ, რომ თურქეთის ტურიზმი შესძლებს 2014 წლის დონეზე დაბრუნებას.

კულტურის და ტურიზმის მინისტრს ნუმან ქურთულმუშს, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ საბჭოზე, 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, აღნიშნული ჰქონდა, რომ ტურისტების რაოდენობამ ოქტომბრის დასასრულისთვის მიაღწია 29,1 მილიონს. 2023 წლისთვის მათი მიზანია ტურისტთა რაოდენობის 50 მილიონამდე გაზრდა და 50 მილიარდი დოლარის მოპოვება.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #თურქეთი , #ტურიზმი , #გაზრდა

მსგავსი ინფორმაციები