თურქეთი ჰუმანიტარული დახმარება მექსიკას

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, ახლა დახმარების ხელი გაუწოდა მექსიკას

818344
თურქეთი ჰუმანიტარული დახმარება მექსიკას

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, რომელიც მზად არის მხარში ამოუდგეს ყველა გაჭირვებულს, ახლა დახმარების ხელი გაუწოდა მექსიკას და პუებლას პროვინციაში, მიწისძვრით დაზარალებულებს მიაწოდა 2.000 სურსათის პაკეტი.

დახმარება წარიმართა მექსიკის წითელი ჯვრის ჰუმანიტარული ორგანიზაციის პარტნიორობით. სადისტრიბუციო საქმიანობას მხარი დაუჭირეს თურქეთის მექსიკის საელჩოს პერსონალებმა და მექსიკის ელჩმა თიმურ სოილემეზმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამით, შესაძლებლობა მიეცათ თურქეთის დროშა აეფრიალებინათ მექსიკაშიც. დაზარალებულებმა მადლობა გადაუხადეს თურქეთს. შემდეგ კი დაამატა, რომ თურქეთის წითელი ნახევარმთვარის უფლებამოსილები გააგრძელებენ მექსიკაში საქველმოქმედო საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში, 19 სექტემბერს წარმოქმნილ მიწისძვრაში დაიღუპა 361 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები