რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება.

2017 წლის პირველ ნახევარში ანტალიაში ჩავიდა 1.3 მილიონი რუსი ტურისტი

765212
რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება.

 

რუსული გაზეთი „ვედომოსტ“-ი, ანტალიის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში ანტალიაში ჩავიდა 1.3 მილიონი რუსი ტურისტი.

უკანასკნელ 6 თვეში, ანტალიის ტურისტულ რეგიონებში ჩასული 3.4 მილიონი ტურისტის 38 %-ი რუსი ტურისტები არიან. მეორე ადგილზე არიან გერმანელი ტურისტები 17 %-ით, მესამეზე კი,8 %-ით უკრაინელები.

ტურის საიტის ერთ-ერთი დამფუძნებლის კონსტანტინ პობედკინის განცხადებით, თურქეთი დიდი მზრუნველობას და კომფორტს უქმნის ტურისტებს, ამიტომაც ირჩევენ ისეთ ტურისტულ რეგიონებს, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქემერი, ბელექი, სიდე, ანტალია და ალანია.

„Tez Tour“ის წარმომადგენლის ლარისა აჰანოვას განცხადებით კი, იმის გამო, რომ უფრო ხანგრძლივია ზაფხულის სეზონი და უფრო ადრეა შესაძლებელი კეთილმოწყობილი სასტუმროების უფრო ადრე დაჯავშნა, რუსი ტურისტები არჩევენ ხმელთაშუა ზღვას.

ნოემბრის დასაწყისამდე თურქეთი იქნება რუსი ტურისტების არჩევანი-თქვა ლარისა აჰანოვამ.



მსგავსი ინფორმაციები