ილდირიმმა ევროკომისარი მიიღო

განიხილეს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები

766065
ილდირიმმა ევროკომისარი მიიღო

თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ჩანქაიას რეზიდენციაში მიიღო ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ერთ საათიანმა შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა წარიმართა, ამიტომაც, შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ. მანამდის კი ევროპელი სტუმარი სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა მიიღო და განიხილეს ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები. ჰანის  თქმით, თურქეთი და ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ და ამიტომ ორმხრივი ურთიერთობები უფრო უნდა გააფართოონ და გააღრმავონ, რაც ორივე მხარეს დიდ სარგებლობას მოუტანს



მსგავსი ინფორმაციები