თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 22/ 2017

თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობები

743685
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 22/ 2017

 

 

    თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 22/ 2017

               თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობები

ამ ცოტა ხნის წინ ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი. ამ კვირის პროგრამაში ყურადღებას გავამახვილებთ ერდოღანის ვიზიტზე და თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, პეკინში გამართულ „საერთაშორისო თანამშრომლობისთვის თაობის და გზის“ სახელწოდების ფორუმ“-ზე მონაწილეობის და ჩინეთის პრეზიდენტ ში ჟინპინგთან შეხვედრის მიზნით, ვიზიტი განახორციელა ჩინეთში.

თურქეთ-ჩინეთს შორის დიპლომატიურ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს და ინტენსიური სახე მიიღო 1980 წლიდან.  უკანასკნელ წლებში კი, ეს ურთიერთობები ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებით გრძელდება.

2002 წლამდე, თურქეთმა, სავაჭრო და საერთაშორისო ინვესტიციების სფეროებში, გეზი ევროპისკენ აიღო.

        2002 წლის შემდეგ, წარმართული პრო-აქტიური საგარეო პოლიტიკით საჭიროდ მიიჩნია ახალი ბაზრების მოძიება.  პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა დაიწყო აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის რეგიონებისთვის უფრო მეტი მნიშვნელობის მიცემა. ამ კუთხით შეგვიძლია შევაფასოთ სწორედ, ჩინეთის ვიზიტიც.

        2010 წელში ჩინეთს და თურქეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ სტრატეგიული დაგეგმვის ჩარჩოებში მიმდინარეობს.

თურქეთ-ჩინეთს შორის ორმხრივად მზარდ ურთიერთობებს დადებითი გავლენა აქვს თურქეთის ეკონომიკაზე. თუმცა თურქეთის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან ყოველ წლიურად იზრდება. 2016 წელში, ჩინეთიდან, თურქეთში განხორციელდა 25,4 მილიარდი დოლარის იმპორტი. ჩინეთში მოხდა 2,4 მილიარდი დოლარის ექსპორტი.

რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა არ არის მდგრადი და გარკვეული მდგომარეობის შენარჩუნების უნარიანი. იმისათვის, რომ თურქეთ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება მდგრადი გახდეს, საჭიროა თურქეთ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ჩინეთიდან თურქეთში უშუალო ინვესტიციების გაზრდა. ამ კონტექსტში, პრეზიდენტ ერდოღანის და მისი თანმხლები დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს თურქ და ჩინურ კომპანიების შორის ერთობლივი ტექნოლოგიის განვითარების სფეროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს.

 დღეს ჩინეთში უსაფრთხოების ზომების გამო, გრძელდება თურქი მრეწველების და სტუდენტებისადმი მიმართული დაუცველი მიდგომა.

        2008 წელში, თურქეთში გახსნილი  ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტის რაოდენობა 2016 წლიდან ხუთი გახდა. მაგრამ, ანალოგიურ თურქეთის იუნუს ემრეს ინსტიტუტს, ჯერაც არ დაუწყვია ფუნქციონირება ჩინეთში. თურქეთის კონფუცის ინსტიტუტისადმი გამოჩენილი ყურადღებიანობა, იუნუს ემრეს ინსტიტუტის მიმართ უნდა გამოიჩინოს ჩინეთმაც.

        უკანასკნელ წლებში დასავლეთის მედიის, დეაშის მეშვეობით თურქეთზე მისი პოლიტიკის შეცვლის დაძალების მანევრს, ჩინეთიც შეუერთდა. იგი გამოთქვამს იდეას, რომ თურქეთი, სირიაში, მხარს უჭერს  უიღურ მებრძოლებს და ადანაშაულებს თურქეთს.  ჩინეთი, ოფიციალურ განცხადებებში ყოველთვის უიღურ თურქებს შიდა პრობლემად მიიჩნევს და სხვა ქვეყნების ჩარევას სერიოზულად აკრიტიკებს. მაგრამ თურქეთი ცდილობს, ჩინეთისგან ათასობით კმ-ის მოშორებით, სირიის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მიმდინარე ადამიანური და მორალური დრამის გადაწყვეტას. თურქეთის, უიღური თურქების  გამოყენებით დადანაშაულება ჩინეთის სერიოზულ წინააღმდეგობად ითვლება.

        ჩინეთში, უიღური თურქების უფლებების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ინტენსიურად მდგარ სერიოზულ საკითხს წარმოადგენს.  ჩინეთი, ცივი ომის დროიდან დარჩენილი პოლიტიკური დისკუსიების და შეხედულებების, აზრის თავისუფლების ჩათვლით, რიგ საკითხებში განაგრძობს უიღურ თურქებზე სერიოზულ ზეწოლებს.

უიღურ თურქებს სერიოზული პრობლემები გააჩნიათ რელიგიური თავისუფლების, მშობლიური ენის და პოლიტიკური აქტივობის სფეროებში.

ჩინეთის მთავრობის ეკონომიკური კეთილდღეობის და თანაცხოვრების თემებზე ოფიციალური აქცენტი, სამწუხაროდ, სინამდვილეში ვერ პოულობს სერიოზულ პასუხს.

        2016 წლის უკანასკნელ თვეებში, განსაკუთრებით 15 ივლისის შემდეგ, თურქეთ-ჩინეთს შორის კონტაქტები ხელახლა დადებით გზას დაადგა.

თურქეთ-ჩინეთს შორის პირველად შეიქმნა მინისტრთა დონის საკონსულტაციო მექანიზმი. თურქეთისთვის ჩინეთს, მხოლოდ რეგიონული კი არა, გლობალური ურთიერთობების თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია. სინამდვილეში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ძალიან მკაფიო გზავნილი გაავრცელა. თურქეთმა ჩინეთთან ახალი გვერდი გახსნა.

        ჩინეთი, 11 ტრილიონი დოლარის შიდა პროდუქტით მსოფლიოს ყველაზე დიდი მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა.

დღეს, თურქეთში, ჩინეთის უშუალოდ დაბანდებული ინვესტიცია 600 მილიონ დოლარს აღწევს.

მხარეები იზიარებენ, რომ ეს ძალიან დაბალი დონეა. თურქეთს დღეს, უცხოურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირებით, კონკურენტული უპირატესობის დაუკარგავად, ახალი დამოკიდებულებების შეუქმნელად, სურს ჩინეთთან ერთობლივი პროექტების გაზრდა.  ჩინეთის ამჟამინდელი ზრდის, მისი პოზიციის მიუხედავად, გაგრძელდება თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობები, რომელიც არ წარმოადგენს თურქეთის დასავლეთთან ურთიერთობების ალტერნატივას. იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც დამატებითი ურთიერთობა. 

       ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასება...

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ჩინეთი , #ურთიერთობები

მსგავსი ინფორმაციები