ივნისში თურქეთ-ევროკავშირს შორის სამიტი გაიმართება

სამიტის მზადების მიზნით ანკარას ეწვია კრისტიან ბერგერი

742191
ივნისში თურქეთ-ევროკავშირს შორის სამიტი გაიმართება

მომავალ თვეებში თურქეთ-ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სამიტის მოწყობაა დაგეგმილი და მისთვის მზადების მიზნით ტრაპიზონს ეწვია ევროკავშირში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კრისტიან ბერგერი, რომელმაც პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.

იგი ანტიტერორისტულ ბრძოლასაც შეეხო და ხაზი გაუსვა ამ საკითხში აქტიური ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უნდა შეეცადონ და აღკვეთონ უცხოელი ტერორისტების მხრიდან მათი საზღვრის გადალახვა, ამიტომაც შესაბამისი და ქმედითი ღონისძიებები უნდა მიიღონ, რაც ორივე მხარეს მოუტანს სარგებლობას. სწორედ ამ მიზნით აგრძელებს ბრიუსელი დიალოგს ანკარასთან და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ აქტიური ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება“, განაცხადა ბერგერმა და დაამატა, რომ ევროკავშირი სირიელი ლტოლვილების დახმარებისათვის გათვალისწინებულ 3 მილიარდ ევროს თურქეთს მიმდინარე წელს გადაურიცხავს, რა მიზნითაც ყოველ სამ თვეში ერთხელ ბრიუსელში შეკრებები იმართება.

ბერგერი შეეხო სირიელი ლტოლვილების ჯანდაცვის და განათლების საკითხსაც და თქვა, რომ ამ მხრივ თურქეთის განათლების სამინისტროსთან ერთად ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან სირიელი ბავშვებისათვის თურქეთში მრავალი ახალი სკოლა გაიხსნება, ხოლო მათ პედაგოგებს კი თურქულ, არაბულ და ევროპულ ენებზე გადაამზადებენ, რათა სირიელ ბავშვებს ღირსეული განათლება მისცენ  



მსგავსი ინფორმაციები