თურქეთ-ირანის საზღვარზე კედელი გაშენდება

ირანი კმაყოფილებით შეხვდება ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის უსაფრთხოებისთვის ყველანაირ მცდელობას

732348
თურქეთ-ირანის საზღვარზე კედელი გაშენდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ბეჰრამ კასიმიმ, თეირანში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, თურქეთის ირანის საზღვარზე დაგეგმილ კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით მიცემული კითხვის საპასუხად აღნიშნა, რომ  კმაყოფილებით შეხვდებიან ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის უფრო უსაფრთხოდ გადაქცევისთვის ყველანაირ მცდელობას.

აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის სათანადო უწყებებმა ინფორმაცია მიაწოდეს მათ. კედელი გაშენდება არა საზღვრის ნულოვან წერტილში, არამედ, თურქეთის ტერიტორიაზე.

 იმედოვნებენ, რომ ხსენებულ გეგმასთან დაკავშირებით ჩაატარებენ უფრო ფართო განხილვებს.

ყოველი შემთხვევისთვის, საზღვრის უსაფრთხოება როგორც მათთვის, ისე თურქეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ორივე სახელმწიფომ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი-თქვა ბეჰრამ კასიმიმ.

გასულ კვირას, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის ფიქრი იშიკის განცხადებაში აღინიშნა, რომ საზღვარზე კედლის გაშენება არ არის მიმართული ირანის წინაღმდეგ, ეს არის რეგიონის და საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაბიჯი.

მთავრობის საბინაო განვითარების ადმინისტრაციის თავჯდომარის ერგუნ თურანის განცხადებით კი, 114 კმ-იანი კედლის გაშენებისათვის ტენდერი დასრულდა, მშენებლობის პირველი ნაწილის დასრულებას ითვალისწინებენ ოქტომბერში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ირანი , #საზღვარი , #კედელი

მსგავსი ინფორმაციები