ანკარამ არ მიიღო ტრამპისეული შეფასება

“სომხური პრეტენზიები ეფუძნება ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაციებს“

719775
ანკარამ არ მიიღო ტრამპისეული შეფასება

 

1915 წლის მოვლენების მიმართ ტრამპის მხრიდან დიდ ტრაგედიად შეფასებამ ანკარის აღშფოთება გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ტრამპის მხრიდან არასწორი შეფასების გაკეთება გამოწვეულია სომხური წრეების მხრიდან გავრცელებული ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაციების გამო, რითაც სომხებს შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა.

“ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ტენდენციების გამომყენებლად  აღიარებული ამ წრეების მიერ  ისტორიული ნარატივებისადმი ცალმხრივი  მიდგომა მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული, პირიქით, ისეთი პოზიცია უნდა გამოიჩინონ, რომ ორივე მხარის ტკივილები იქნას მასში ასახული“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

ამასთან ერთად პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაღუპული სომხების ხსოვნა კიდევ ერთხელ პატივით მოიგონეს სტამბოლის სომხურ საპატრიარქოში, რომლის სახელზე ოფიციალური მესიჯი გააგზავნა პრეზიდენტმა ერდოღანმა და მასში წერია: “თურქეთში მცხოვრები სომხური სათვისტომოს მშვიდობას, უსაფრთხოებას და ბედნიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ თუნდაც ერთი სომეხი მოქალაქის დამცირებას, შეურაცხყოფას, ანდა მეორე კლასის მოქალაქედ გრძნობას სასტიკად ვეწინააღმდეგებით და საერთოდ, გამოვრიცხავთ ასეთ მიდგომას“, ხაზგასმულია ერდოღანის განცხადებაში.

ანკარამ ასევე მკაცრად დაგმო გუშინ, ერევანში ჩატარებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე თურქეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშების დაწვის ფაქტი



მსგავსი ინფორმაციები