19 მარტი ისტორიაში

19 მარტი ისტორიაში

270861
19 მარტი ისტორიაში

19 მარტი ისტორიაში

1406 წლის 19 მარტს ცნობილი მუსლიმანი მეცნიერი იბნ-ი ჰალდუნი გარდაიცვალა. იბნ-ი ჰალდუნი ტუნისში დაიბადა და აქ მან ყურანთან ერთად არაბული ენა და ისლამის სამართალი მამისგან ისწავლა. ამის შემდეგ იგი ალჟირში და მონაკოში მოგზაურობის პერიოდში ფიქიჰი, ლიტერატურა და ლოგიკა შეისწავლა და ახალგაზრდულ ასაკში პოლიტიკაში ჩაერთო. სოციოლოგიის, ისტორიის და სხვა მეცნიერების ჩამომყალიბებელი ჰალდუნი ეგვიპტეში გარდაიცვალა და მისი ნეშტი იქ ასვენია.

1877 წლის 19 მარტს პირველად არჩეულმა ოსმალეთის პარლამენტმა მოვალეობის შესრულება დაიწყო. 1876 წელს მიღებული კანონის თანახმად პარლამენტარების შერჩევა სულთნის მხრიდან ხდებოდა. კანონის მიხედვით პარლამენტარი ჯარების მთავრსარდალი, გუბერნატორი, ელჩი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები შეიძლება გამხდარიყო. სულთან აბდულჰამიდ მეორის მხრიდან დოლმაბაჰჩეს სასახლეში გახსნილი პირველი პარლამენტის თავჯდომარე სერვერ ფაშა იყო.


1883 წლის 19 მარტს ფეხსაცმლის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა განხორციელდა. ერთ-ერთმა ამერიკელმა ფეხსაცმლის მეწაღემ, ჟან ერნესტ მათზელიგერმა გამოიგონა მანქანა, რომელსაც მთლიანი ფეხსაცმლის წარმოება შეეძლო. ეს კი ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში ისტორიული მოვლენა იყო. მათზელიგერის მიერ გამოგონებულ მანქანას ერთი ფეხსაცმლის სამ წუთში დამზადება შეეძლო. ამით კი ფეხსაცმლის ღირებულება შემცირდა.


1940 წლის 19 მარტს ბესიმ ომარ აქალინი გარდაიცვალა. ცნობილი თურქი ექიმი და პოლიტიკოსი ბესიმ ომარ აქალინი ანკარაში გარდაიცვალა. აქალინმა თურქეთში პირველი მედდათა სასწავლებელი და პირველი სამშობიარო კლინიკა გახსნა. იგი ჩანაქქალეს ბრძოლის დროს წითელი მთვარის საზოგადოების გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 1935-1940 წლებში დიდი ეროვნული მეჯლისის პარლამენტარს წარმოადგენდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები