დოჰაში თურქული სკოლა გაიხსნა

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვალისწინებული

674765
დოჰაში თურქული სკოლა გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მოქმედი თურქეთის საელჩოს ფარგლებში თურქული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა 

აქ წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა, რომ სკოლა ერდოღანის მითითებით აშენდა და იგი ორი ქვეყნის კეთილი და მეგობრული ურთიერთობების დამაგვირგვინებელი პროექტი გახდა.

“ეს პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს თურქეთ-კატარის ურთიერთობებს რა, თურქული სკოლა მოემსახურება არა მხოლოდ დოჰაში მცხოვრები თურქების, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები თურქების შვილებსაც“, განაცხადა ქალინმა და დაამატა, რომ ეს სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვალისწინებული და იგი იმუშავებს თურქეთის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.

დოჰას თურქული სკოლა 10 ათას კვ. მეტრზეა განფენილი და აქ 22 კაცი დასაქმდება რა, მათგან 15 პედაგოგი იქნება.

ეს სკოლა ააშენა თურქულმა სამშენებლო ფირმა TAV-მა და მისი მშენებლობა 20 მილიონი თურქული ლირა დაჯდა



მსგავსი ინფორმაციები