ელისაბედ მეორე 65 წელია რაც ტახტზეა

“საფირონის იუბილე“ საზეიმოდ აღინიშნა

667020
ელისაბედ მეორე 65 წელია რაც ტახტზეა

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 65-ე წლისთავი მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმით აღინიშნა.

მის ფარგლებში დედოფლის ოფიციალურ რეზიდენცია ბუკინგემის სასახლის მახლობელ გრეენ პარკიდან 41, ხოლო მდინარე ტემზის სანაპიროზე მდებარე ლონდონის კოშკიდან 62 ზალპი გაისროლეს.

საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საარტილერიო ჯგუფის ორკესტრმაც.

ამის პარალელურად, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ ამ "საფირონის იუბილე"-სთან დაკავშირებით სამახსოვრო მონეტების კომპლექტები გამოსცა.

დედოფლის ტახტზე ყოფნის 65-ე წლის უკვდავსაყოფად ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დავით ბეილიმ ელისაბედის პორტრეტი გადაიღო და იგი  საზოგადოებას დღეს გააცნო.

ამ ფოტოზე იგი  მოქარგული ლურჯი კაბით არის, ხოლო ყელზე და ყურებზე თავისი მამის, მეფე გიორგი მეექვსის მიერ 1947 წელს, საქორწინო საჩუქრად ელისაბედისათვის გადაცემული საფირონის ყელსაბამი და საყურეები უკეთია.

90 წლის ელისაბედი დღემდის ინგლისის 14 პრემიერმინისტრს შეესწრო



მსგავსი ინფორმაციები