ამერიკა აგრძელებს ირანთან კონფრონტაციას

თეირანს 10 წლით გაუგრძელეს სანქციები

612894
ამერიკა აგრძელებს ირანთან კონფრონტაციას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხმის უმრავლესობით მიიღო კანონ პროექტი, რომელიც ირანისათვის ენერგეტიკულ სფეროში დაწესებული სანქციების კიდევ 10 წლით გაგრძელებას ითვალისწინებს და დასამტკიცებლად გადაუგზავნეს სენატს.

ამავე კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატამ ასევე სირიის ხელისუფლების  და მისი მომხრეებისათვის "სამხედრო დანაშაულის" ფარგლებში გათვალისწინებული სანქციების კანონპროექტიც მიიღეს.

ამერიკამ ირანს ხსენებული სანქციები 1996 წელს დაუწესა და ახლანდელი კენჭისყრის შედეგს თუ სენატიც დაამტკიცებს, ხოლო ობამა ხელს მოაწერს, მაშინ, იგი 2026 წლამდე გაგრძელდება.

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინა საარჩევნო დაპირებებში ამბობდა, რომ ირანთან გასულ წელს ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია და ექსპერტების აზრით მისი ინაუგურაციის შემდეგ, რაც 2017 წლის 20 იანვარს მოხდება, ეს საკითხი თეთრი სახლისათვის პრიორიტეტული გახდება



მსგავსი ინფორმაციები