ფეტჰულაჰელების წმენდა საჯარო სტრუქტურებში გრძელდება

სამსახურს დააშორეს უკვე 45 ათასზე მეტი საჯარო მოხელე

535879
ფეტჰულაჰელების წმენდა საჯარო სტრუქტურებში გრძელდება

სახელმწიფო სტრუქტურებში გრძელდება აქ მომუშავე და 15 ივლისის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე ფეტჰულაჰელების წმენდა და გავრცელებული ინფორმაციებით დღემდე სამსახურებიდან დროებით დაითხოვეს 45 ათას 484 ეჭვმიტანილი, რომლებთაგანაც 954 სასამართლოს განჩინებით უკვე გაირიცხნენ საჯარო სამსახურებიდან.

ყველაზე მეტი, 22 ათასამდე კაცი განათლების სამინისტროს კადრებიდან დაითხოვეს.

გუშინ 560 მოსამსახურე მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიის სამინისტროდან, 15 ეკონომიკის სამინისტროდან, 599 საოჯახო და სოციალური პოლიტიკის სამინისტროდან იქნა დათხოვილი. ეროვნული თავდაცვის სამინისტროში მუშაობა შეუჩერდა 262 სამხედრო მოსამართლეს.

ამ ბოლო ორ დღეში ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კავშირგაბმულობის სამინისტროდან 529, ტყისა და წყლის რესურსების სამინისტროდან 197, მეცნიერული ტექნოლოგიის ორგანიზაციიდან 170, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობიდან 300, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროდან 70 მოსამსახურე იქნა დათხოვნილი   



მსგავსი ინფორმაციები