„ისმაილ-როზას“ სახელწოდების კინო-ფილმი

ბერძენი მწერლის იანნის იანელისის რომანზე დაყრდნობით „ისმაილ-როზას“ სახელწოდების ფილმის გადაღება სტამბოლში დაიწყო

527954
„ისმაილ-როზას“ სახელწოდების კინო-ფილმი

ბერძენი მწერლის იანნის იანელისის რომანზე დაყრდნობით „ისმაილ-როზას“ სახელწოდების ფილმის გადაღება სტამბოლში დაიწყო.

თურქეთ-საბერძნეთის ერთობლივი მუშაობით მომზადებული ფილმის რეჟისორია  იორგოს კორდელლასი. ფილმის მიზანია თურქი და ბერძენი კინო-მოყვარულებისთვის მეგობრობის მესიჯის მიცემა.

ფილმის გადაღება გაგრძელდება იზმირში, ათენსა და კუნძულ ლესბოსზე.

ფილმის რეჟისორები არიან თურქეთიდან ბარან სეიჰანი, საბერძნეთიდან პანოს პაპაჰადზიდი. როლებს ასრულებენ ილმაზ გრუდა, ტასოს ნუსსიასი, ევგენია დიმიტროპოულოუ, ლიდა პროტოპსალტი, ჯემ აქსალი, აისან სუმერჯანი, იულიკა სკაფიდა და პეტროს ლაგუტისი.

კრისტინა ლაზარიდის სცენარით დაწერილ ფილმში, მოცემულია, საუკუნეების მანძილზე გვერდი-გვერდ მცხოვრები თურქების და ბერძნების, 1920-ან წლების გაცვლითი პროცესის შემდეგ წარმოქმნილი ვითარება.  

ფილმში, როზას 28 წლის შვილიშვილის მარიანას და ანტიკვარიატის მოყვარული დიმიტრისის მცდელობით არის გაშუქებული, იზმირში დაბადებული და გაზრდილი, ახალგაზრდობისას გადასახლების პირისპირ აღმოჩენილი როზას და იზმირელი ისმაილის საიდუმლოება.

 

 



მსგავსი ინფორმაციები