უვიზო რეჟიმი სამი სახელმწიფოს მოქალაქეებს მიეცემა

საქართველოს, კოსოვოს და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ

525276
უვიზო რეჟიმი სამი სახელმწიფოს მოქალაქეებს მიეცემა

სტრასბურგში შეკრებილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამი ქვეყნის, საქართველოს, კოსოვოს და უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა, რადგან, მათი განმარტებით, ამ სამივე სახელმწიფომ უვიზო რეჟიმისათვის მოთხოვნილი ყველა პირობა შეასრულა.

ამით ეს სამი ქვეყანა მიემატება იმ სახელმწიფოების სიას, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება აქვთ.

კომიტეტის წვერების განცხადებით ამით ევროკავშირის სტრატეგიული მიზნები გაძლიერდება.

სექტემბრის თვეში კი კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტი განიხილავს.

ასე რომ, ხსენებული 3 სახელმწიფოს მოქალაქეებს მიმდინარე წელს მიეცემათ უვიზოდ მოგზაურობის უფლება



მსგავსი ინფორმაციები