ერდოღანმა საბაირამო მესიჯი გაავრცელა

რამაზან ბაირამი ხვალ იწყება

523725
ერდოღანმა საბაირამო მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამაზან ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა და ერთიანობასა და თანადგომაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე მესიჯში ისლამურ სამყაროში არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება: „ისლამური სამყარო რამაზან ბაირამს ზეიმობს, მაგრამ ავღანეთში, სირიაში და სხვა ქვეყნებში უამრავი პრობლემების წინაშე მყოფი ძმებიც გვყავს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც ამ დღესასწაულის სიხარული ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ ვერ აღინიშნება,“ ნათქვამია მის განცხადებაში.  პრეზიდენტმა თავის მესიჯში ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში არსებულ პრობლემებზე  და თურქეთის საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. „სირიის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების ხელმეორედ დარეგულირებას ვცდილობთ, ჩვენს წინ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. მთელი ქვეყანა ერთდროულად უნდა გავძლიერდეთ და ტერორიზმმა ამის პრობლემა ვერ უნდა შეგვიქმნას.“ ამ მესიჯით ერდოღანი თურქეთის, რუსეთ-ისრაელს შორის ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებზე უსვამს ხაზს.  შეგახსენებთ, რომ რამაზან ბაირამი ხვალ იწყება.



მსგავსი ინფორმაციები