ჰაიტიში პირველი მეჩეთი გაიხსნა

იგი თურქეთის რელიგიურმა ფონდმა ააშენა

519224
ჰაიტიში პირველი მეჩეთი გაიხსნა

ჰაიტში 2014 წელს დაიწყო ბუქმან ბუჰარას სახელობის  მეჩეთის მშენებლობა და იგი დღეს გადაეცა რა ექსპლოატაციაში, ეს არის ამ ქვეყანაში აშენებული პირველი მინარეთიანი მეჩეთი.

იგი თურქეთის რელიგიურმა ფონდმა TDV-მ ააშენა.

ეს მეჩეთი ჰაიტში მცხოვრებ 5 ათასამდე მუსლიმანს მოემსახურება და მასში ნამაზის გარდა სხვადასხვა კულტურული და საგანათლებო ღონისძიებებიც ჩატარდება.

როგორც განაცხადა TDV-ს გენერალურმა დირექტორმა მუსტაფა თუთქუნმა, მათი ფონდი ამჟამად მსოფლიოს კიდევ 9 ქვეყანაში აშენებს 17 მეჩეთს, 7 ქვეყანაში კი ადგილები მონახეს და ახლა საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

“რაც შეეხება თვით თურქეთში, აქ ჩვენი ფონდი 5 მეჩეთს აშენებს, 4 მეჩეთის კი საპროექტო სამუშაოები მზადდება“, განაცხადა მუსტაფა თუთქუნმა



მსგავსი ინფორმაციები