თურქი რეჟისორი სრებრენიცას მოვლენებს ფილმად გადაიღებს

ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა იქნეს დაწყებული

471980
თურქი რეჟისორი სრებრენიცას მოვლენებს ფილმად გადაიღებს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტვა სრებრენიცაში მოხდა რა, ამ მოვლენების შესახებ ფილმის გადაღება უნდა მოხდეს. 1995 წლის ივლისში გაეროს მხრიდან ბუფერულ ზონად გამოცხადებულ სრებრენიცაში ბოსნიელ სერბთა ძალებმა დაახლოებით 9 000 ბოსნიელი მუსლიმანი მასიურად დახოცეს. დახოცილებს შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც მასობრივ საფლავებში დაკრძალეს. ამ მოვლენის მიმართ სამწუხაროდ ევროკავშირი უყურადღებოდ დარჩა, მაგრამ თურქმა რეჟისორმა ფუნდა აიანმა ფილმად გადაღება გადაწყვიტა. ფილმი The Last Epoch„ბოლო ეპოქა“ სახელწოდებით გამოვა. აღნიშნულ ფილმს ყველა ბოსნია ჰერცოგოვინელი მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს პროექტი სრებრენიცაში მომხდარის მომავალი თაობებისთვის ასახსნელად ძალზედ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა. თურქმა რეჟისორმა ფუნდა აიანმა კი განაცხადა, რომ ამ ფილმით მას სრებრენიცაში მომხდარის და ისლამოფობიაზე ყურადღების გამახვილება სურს. აღნიშნული ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა იქნეს დაწყებული და მისი ინიცირება მომავალ წელს იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები