ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი

ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი

427944
ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი
ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი ინგლისელმა ხელოვანმა ჯეისონ დეკაირსმა ესპანეთში, იაიზაში გახსნა. მუზეუმში, სადაც მთლიანობაში 300 ქანდაკება გამოიფინება, პირველ ეტაპზე წყლის სიღრმეში 15 მეტრში 35 ქანდაკება ჩაუშვეს. ქანდაკებები ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ მათი წყლის ქვეშ გაჩერება 300 წელი იქნება შესაძლებელი და ისინი ზიანს არ მიაყენებენ ცოცხალ არსებებს. 400 კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებული ქანდაკებების დათვალიერება შესაძლებელი იქნება როგორც წყლის ზემოდან, ასევე წყალში ჩაყვინთვით.


მსგავსი ინფორმაციები