თურქეთის ახალი ხედვა 5/2016

2010 წლის 17 დეკემბერს, ტუნისელი ახალგაზრდა გამყიდველი თარიკ ელ თაიუბ მუჰამედ ბუაზიზი, თავს დაიწვავს და თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. ინციდენტის შემდეგ, მსოფლიოში დაიწყება სოციალური მოძრაობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს

425861
თურქეთის ახალი ხედვა 5/2016

2010 წლის 17 დეკემბერს, ტუნისელი ახალგაზრდა გამყიდველი თარიკ ელ თაიუბ მუჰამედ ბუაზიზი, თავს დაიწვავს და თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. ინციდენტის შემდეგ, მსოფლიოში დაიწყება სოციალური მოძრაობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოში. ცვლილებების მთლიანობის დანახვა კი, შესაძლებელია მსოფლიოს ძალთა თანაფარდობის ხელახალ ფორმირებაში.

ძალთა ბალანსის და კონფლიქტის პერიოდში, ბუნებრივია მრავალი პრინციპის იგნორირებაც. ასეთ გარემოსა და პერიოდში, არც ერთი უფლებამოსილი სუბიექტი არ საუბრობს სამართლიანობას და საყოველთაო ადამიანურ ღირებულებებზე.

ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ხდება ახალი მსოფლიოს შექმნა. სამწუხაროდ, მოლოდინიც გამოითქმება ახალი სამყაროს სამართლიანობის შესახებ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოვლენების და ცვლილებების რეფორმატორია, ორმაგი სტანდარტების ფილოსოფიით ნასაზრდოები, იდეოლოგების ჩამოყალიბებული პოლიტიკა.

არც ის უნდა იქნეს დავიწყებული, რომ თანამედროვე სამყაროს შემეცნების ატმოსფეროს სიმართლის, ყოველგვარი გადასინჯვის გარეშე, წინდაწინვე გამზიარებლები და დღევანდელი სამყაროს შემეცნების წარმომქმნელები, ერთი და იგივენი არიან.

ერთნაირი არ არის მხოლოდ მათი კულტურული კოდები. მათ შემეცნებაში, ფილოსოფიასა და ძირითად მიდგომაში არ არის არავითარი ცვლილება.

ამ დროს კი დღევანდელი პრობლემად ითვლება სწორედ მცნება. როცა თანამედროვე შემეცნებით ხდება ადამიანის აბსტრაქტული მეტაფიზიკისგან გამოყოფა და ერთ განზომილებიან არსებად გადაქცევა.

ჩვენ თვითონაც მოწმენი ვართ, რომ ამ ორმაგი სტანდარტებით, რამდენიმე ასპექტში, გავლენას განიცდის როგორც თურქეთი, ისე ახლო აღმოსავლეთი.

ხოლო მაშინ, როცა ორმაგი სტანდარტებით მძიმე მდგომარეობაში დარჩენილი თურქეთი ხმას აღიმაღლებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, მზად არის ალიანსი, რომელსაც სურს ამის საფასური აზღვევინოს მას.

დღეს, სირიაში ალიანსს ქმნიან ირანი, სირია, რუსეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი დაPKK.

არც ის იქნება მცდარი თუ ვიტყვით, რომ ისინი თურქეთისადმი შურისძიების მიზნით არიან გაერთიანებულნი.

როგორც ვხედავთ, რეგიონში ბატონობს არა ადამიანური ღირებულება, არამედ გამორჩენა.

არსებობს ისეთი სიტემა, რომელიც ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლის და შეცვლისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ახრჩობს და კლავს.

ამ მდგომარეობაში, საჭირო ხდება პროექტის მომზადება თვით ადამიანებისთვის.

სანამ არ მოხდება აზრის შეცვლა, არ მოხდება რეალური ცხოვრების მუდმივი ცვლაც.

ცოდნა იკვლევს სოციოლოგიას, ინფორმაციის სისტემას. ცოდნის სახეობას და საზოგადოებას შორის ურთიერთობას. საკითხთან დაკავშირებით

ტუნისელი ახალგაზრდის თვით მკვლელური სიკვდილის შემდეგ, ყველა იბრძვის შესაქმნელ ახალ სისტემაში სათანადო ადგილი დასაკავებლად.

მსოფლიოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპია ის, რომ არასდროს ერთმანეთს არ ემთხვევა სიტყვა და საქმე. სწორედ ეს მდგომარეობაა, დღევანდელი ადამიანური ტრაგედიის მთავარი მიზეზი. უსამართლობის წინააღმდეგ უარყოფითი რეაქციის გამოთქმა, პროტესტი, ადამიანის ძირითადი მოვალეობაა.

ისიც ცნობილია, რომ პროტესტსაც თავის საზღაური აქვს. არსებობს საიდუმლო ხელი, რომელიც ტერ-აქტებით ცდილობს წინ აღუდგეს პროტესტს.

მაგრამ ეს სისტემა აღარ მოქმედებს, რადგან ახალი მსოფლიო იქმნება.

თურქეთშიც მოქმედებს ძველი სისტემის დამცველებს და ახალი მსოფლიოს შემქმნელებს შორის ბრძოლის სიმეტრია. თურქეთს წარსულიდან მოსდგამს სოციალური ცნობიერება, დარდად გაიხადოს უსამართლობა.

გააჩნია, მგრძნობიარობის სისტემად გარდაქმნის პოტენციალიც. თურქეთი, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მგრძნობიარობის პოლიტიკურ პროექტად გარდაქმნას და მმართველობაში ასახვას.

თურქეთი, სწორედ განახლების პოლიტიკით და მცდელობით არიდებს თავს ტუნისელი ბუაზიზის სიკვდილით დაწყებული ცვლილების უარყოფით ზეგავლენას.

ოცნებობს, კვლავ შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც დაეხმარება მომავალში მოსალოდნელი სხვა უარყოფითი გამოვლენებისგან თავის დაღწევაში.

თურქეთის ოცნებაა ეს არეალი გადააქციოს სამართლიანობის კუნძულად. რა თქმა უნდა, იცის, რომ იოლად არ მოხდება ეს.

დღეს ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მეტად მნიშვნელოვანი და ფართო მასშტაბიანი ცვლილებები ხდება. ეს პროცესი, რეგიონში, თურქეთის მომავლის აქტივისტად გარდაქმნისთვის მეტად კრიტიკულს წარმოადგენს.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები