ანკარამ წერილი მისწერა უშიშროების საბჭოს

მასში საჰაერო თავდასხმების მოტივებს შეეხო

347363
ანკარამ წერილი მისწერა უშიშროების საბჭოს


ანკარამ, სირიაში მოქმედ ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური წერილი მისწერა და მასში ამ თავდასხმების მოტივებზე გაამახვილა ყურადღება.

ამ წერილში აღნიშნულია, რომ ამ ბოლო წლებში გახშირდა DEAŞ-ის მხრიდან თურქეთზე თავდასხმები, რის შედეგადაც სულ 158 კაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დღის წინ სურუჯში განხორციელებულმა ტერაქტმა, რასაც 32 კაცი ემსხვერპლა, თურქეთს მოთმინების ფიალა აუვსო რა, იგიიძულებული გახდა დაიცვას თავისი მოსახლეობის უსაფრთხოება.

ასე რომ, თურქეთს გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უფლება გააჩნია და საჰაერო თავდასხმებს იგი კოალიციასთან მჭიდრო კონტაქტში ახორციელებს, ხაზგასმულია ანკარის წერილში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები