წითელი ნახევარმთვარის დახმარება პაკისტანელებს

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია განაგრძობს სახლ-კარიდან წასული ლტოლვილებისთვის დახმარებას.

379230
წითელი ნახევარმთვარის დახმარება პაკისტანელებს

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია განაგრძობს თალიბანების წინააღმდეგ პაკისტან-ავღანეთის მოსაზღვრე ვეზირისტანის რეგიონიდან კონფლიქტის გამო სახლ-კარიდან წასული ლტოლვილებისთვის დახმარებას.
დედაქალაქ ისლამაბადში, პაკისტანის წითელი ნახევარმთვარის ჯგუფის მხრიდან გატარებული ღონისძიებით, 300 ჩრდილოეთ ვეზირისტანელ ოჯახს დაურიგდა კვების პროდუქტებით სავსე ყუთები.
700 კვების პაკეტი დაურიგდა ჩრდილოეთ ვეზირისტანის მიმდებარე ქალაქ ბანუს მოქალაქეებს.
თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ სტამბოლში იფტარის ვახშამი გამართა 200 ობლისთვის.
თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პაკისტანის კოორდინატორის ვექილის სადულა დევლეთგელდის განცხადებით, თურქეთი ყოველთვის ეხმარება და მხარში უდგას პაკისტანელ უთვისტომოებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები