თურქული სერიალების წარმატება ამერიკაში განხილვის საგანი გახდა

თურქული სერიალების წარმატება ამერიკაში განხილვის საგანი გახდა

320035
თურქული სერიალების წარმატება ამერიკაში განხილვის საგანი გახდა

თურქული სერიალების წარმატება ამერიკაში განხილვის საგანი გახდა.

თურქული სერიალების მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული ლათინური ამერიკით დამთავრებული, მრავალ ქვეყანაში მიღწეული წარმატება, აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო შეკრებაზე განიხილეს.

ანკარის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოცენტმა, სენემ ჩევიქმა უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქული სერიალების საერთაშორისო წარმატება თურქეთის ქვეყნის იმიჯზე დადებითად მოქმედებს და სერიალები თემებით გასაკუთრებით ქალ მაყურებლზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მისივე თქმით, თურქული სერიალების მთავარ თემებს რომანტიზმი, ქალთა განთლება, თავისუფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ოჯახი წარმოადგენენ.

ჩევიქის განცხადებით, ამ თავისებურებებით თურქული სერიალები ახლო აღმოსავლეთში დიდ დაინტერესებას იწვევენ და სრიალები ქალთა მიმართ ძალადობის მსგავსი თემებით ზოგჯერ რისკსაც ეწევიან, რითაც ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის ბალანს ამყარებენ.

თურქულმა სერიალებმა ბოლო პერიოდში ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით არგენტინაში, ჩილეში და ურუგვაიში ყურადობის მაღალი დონით ამ რეგიონში თურქეთის მიმართ დაინტერესება გაზარდა.

„სერიალები ქვეყნების გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი კარი შეიძლება იყოს. ამის გამო თურქეთის სატელევიზიო სერიალების სექტორის საზოგადოებრივ დიპლომატიად განხილვა ამ სფეროს გააფართოებს და ასევე თურქეთის კონკრეტული გზავნილების ყველა ოჯახამდე მისვლას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ჩევიქმა.
სიმპოზიუმზე, რომლის მიმართაც უცხოელმა მეცნიერებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე პოპულარული თურქული სერიალები გააანალიზეს.

თურქული სერიალები 75 მეტ ქვეყანაში გადაიცემა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები