თურქები რამაზანობისას ბალკანელ მუსლიმანებსაც დაეხმარებიან

სამარხვო პროდუქტებით დატვირთული ავტოკოლონა სტამბოლიდან გავიდა

303262
თურქები რამაზანობისას ბალკანელ მუსლიმანებსაც დაეხმარებიან


მომავალ ოთხშაბათს მუსლიმანურ სამყაროში ერთთვიანი დიდი მარხვა, რამაზანი იწყება და მის ფარგლებში 4 ტრაილერის, 2 ავტობუსის და 4 მიკრო ავტობუსისგან შემდგარი ავტოკოლონა, რომლებიც სამარხო პროდუქტებითაა დატვირთული, სტამბოლიდან დაიძრა და ბალკანეთისკენ აიღო გეზი.

ამ კოლონაში 80 თურქი აქტივისტია და ისინი წელს მეთერთმეტედ ჩადიან რა ბალკანეთში, 9 ქვეყნის 19 ქალაქში სამარხვო პროდუქტებს დაურიგებენ ადგილობრივ მუსლიმანებს.

მოკლედ, ეს ავტოკოლონა 5 ათას კმ გზას დაფარავს და მისი აქტივისტები შეხვედრებს ჩაატარებენ 1 მილიონამდე მუსლიმანთან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები