"Yeşilay"-ის ჯილდოები დარიგდა

ჯილდოები გადაეცათ ერდოღანს და იზზეტბეკოვიჩს

251585
"Yeşilay"-ის ჯილდოები დარიგდა



თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “Yeşilay“-ის მიერ გამოცხადებული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის დაწესებული ჯილდოები გადაეცათ მის ლაურეატებს.

სტამბოლში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე პოლიტიკოსებს შორის იეშილაის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თურქეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის პრეზიდენტებს ერდოღანს და ბაქირ იზზეტბეკოვიჩს.

სამადლობელო სიტყვაში გამოსულმა ერდოღანმა თქვა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ახალგაზრდობა ააცილონ მავნე და მათი ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან ჩვევებს.

იეშილაის ჯილდო გადაეცა ასევე თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობას TRT-ს, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების თემაზე შექმნილი პროგრამების, გადაცემების და რეკლამების გამო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები