ჰარისონ ფორდის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

72 წლის მსახიობი თავის არეში დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

250504
ჰარისონ ფორდის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ჰარისონ ფორდითვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

72 წლის მსახიობი თავის არეში დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქ ლოს ანჯელესში გოლფის ერთ-ერთი მოედანის თავზე ფრენის დროს ფორდის ორ ადგილიანმა თვითმფრინავმა ჯერ სიმაღლიდან ვარდნა დაიწყო შემდეგ კი ხეებში გაიჭედა.

თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ აფრენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ძრავის დაზიანების განგაშის გამო ფორდმა სანტა მონიკას აეროპორტში საგანგებო დაშვების უფლება მოითხოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები