გუშინ ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გუშინ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ოსკარით დაჯილდოების რიგით 87-ე ცერემონია გაიმართა

228612
გუშინ ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გუშინ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ოსკარიდაჯილდოების რიგით 87-ე ცერემონია გაიმართა.

ჰოლივუდში მდებარე დოლბის თეატრში გამართულ ცერემონიაზე საუკეთესო ფილმად „ადამიანი ჩიტი“ დასახელდა. ამ ფილმმა ამავდროულად რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ოსკარი მოუტანა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.

ფილმ „ყველაფრის თეორიაში“ სტივენ ჰოუკინგის როლის შემსრულებელმა ედი რედმეინმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიიღო ოსკარი, საუკეთესო ქალ მსახიობად კი ჯულიანა მური დასახელდა ფილმ „კვლავ ელისში“ შესრულებული როლისათვის.

საუკეთესო მსახიობი კაცისათვის მეორეხარისხოვან როლში ოსკარი ჯონათან კიმბლ სიმონსმა მოიპოვა ფილმ „შეპყრობილში“ შესრულებული როლისათვის, საუკეთესო მსახიობი ქალისათვის მეორეხარისხოვან როლში კი ოსკარით პატრიცია არკეტი დაჯილდოვდა ფილმ „სიყრმეში“ განსახიერებული როლისათვის.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმად პოლონური ფილმი „იდა“ დასახელდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები