TİKA-ს მხარდაჭერა სენეგალელ უნარშეზღუდულებს

უნარ შეზღუდულების გახსნილ კოოპერატივს გაუგზავნა საჭირო აღჭურვილობა და მოწყობილობა.

200437
TİKA-ს მხარდაჭერა სენეგალელ უნარშეზღუდულებს

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (TİKA) სენეგალის დედაქალაქ დაკარში მხარდაჭერა აღმოუჩინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
დაკარის გუედვაიეს რეგიონში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობების მხრიდან გახსნილ კოოპერატივს გაუგზავნა საჭირო აღჭურვილობა და მოწყობილობა.
სააგენტოს დაკარის კოორდინატორის ანილ ერთექინის განცხადებით, უნარშეზღუდულებისთვის პრფესიული განათლების მიცემა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი სწრაფი ინტეგრაციისთვის.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა კოოპერატივის კოორდინატორის ჯეან მაფოიტას განცხადებით კი, პროფესიული სწავლების ფარგლებში ყავის გადამუშავების, შესაფუთის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმელის, საღებავის, სამკერვალოს და აბრეშუმის დიზაინის სფეროებში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს აღჭურვილობით მხარდაჭერას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები