სტამბოლში „შები არუზი" მესამედ გაიმართა

ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო მევლანას გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ღონისძიება „შები არუზში“

147950
სტამბოლში „შები არუზი" მესამედ გაიმართა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო მევლანას გარდაცვალების ანუ გარდასახვის 741-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება „შები არუზში“.

ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ მიწაზე ძმობის, სიყვარულისა და სათნოების ძაფების გაბმაში 7 საუკუნის წინ ანატოლიაში ჩამოსული მევლანას მსგავსი ადამიანების წილი დიდია. მისი თქმით, წინაპრების დანატოვარი მშვიდობისა და ძმობის შემეცნების მომავალი თაობებისათვის გადაბარებას ცდილობენ.

რ. თ. ერდოღანამა ასევე ისაუბრა მევლანას ფილოსოფიაზე და განაცხადა, რომ მევლანამ სულიერი სიყვარულის გამო საკუთარი სიკვდილი „სიყვარულთან შეხვედრად ანუ ქორწილის ღამედ“ გაითავისა.

„შები არუზის“ ღონისძიებას პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან ერთად ასევე ესწრებოდნენ სტუმრები ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, კოსოვოდან და ბალკანეთის სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიება სემას ჩვენებითა და ყურანის მხატვრული წაკითხვით დასრულდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები