თურქული კინო 100 წლისაა

ეს იუბილე გუშინ სტამბოლში აღინიშნა

147209
თურქული კინო 100 წლისაა



სტამბოლის ჰალიჩის სახელობის კონგრესის ცენტრში გუშინ საზეიმო ცერემონიით აღნიშნეს თურქული კინემატოგრაფიის მე-100 წლისთავი და მოწვეულთა შორის იყვნენ სამივე თაობის წარმომადგენლები.

ჰოლივუდის მსგავსად წითელ ხალიჩაზე გაიარეს თურქული კინემატოგრაფიისა და თეატრის სახელოვანმა მსახიობებმა, სცენარისტებმა, რეჟისორებმა, ტექნიკოსებმა, ოპერატორებმა და ა.შ.

სცენაზე კი ჯერ სიტყვით გამოვიდა სტამბოლის მერი კადირ თოფბაში და იუბილე მიულოცა თურქ კინემატოგრაფისტებს, შემდეგ ყველაზე გამოჩენილებს სიგელები დაურიგათ.

დაჯილდოებულებმა სამადლობელო გამოსვლაში ყველაზე საყვარელი მოგონებებით გაახალისეს სალონში მსხდომები და მათი ოვაციები დაიმსახურეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები