ისლამის ინტერნაციონალური ფორუმი მოსკოვში

ისლამურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს არავითარი კავშირი არა აქვს რელიგიასთან და სექტებთან.

146306
ისლამის ინტერნაციონალური ფორუმი მოსკოვში

ისლამის ინტერნაციონალური ფორუმი, რუსეთის მუფტების საბჭოს მასპინძლობით, გუშინ გაიმართა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა რელიგიური კონფესიის უფროსი მეჰმედ გორმეზი. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ ხდება რელიგიის სწორი მეთოდოლოგიით სწავლება, რომ ისლამური სამყაროს ყველაზე დიდ პრობლემად ითვლება რელიგიის საკითხში ზუსტი და უტყუარი ინფორმაციებისთვის მიუწვდომლობა.
ისიც დაამატა, რომ დღეს ისლამურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს არავითარი კავშირი არა აქვს რელიგიასთან და სექტებთან.
რუსეთის მუფტების საბჭოს თავჯდომარემ რავულ კაინუტტინმა, რელიგიური კონფესიის უფროსს მეჰმედ გორმეზს ისლამურ სამყაროში შეტანილი წვლილისთვის მკერდზე გაუბნია მადლობის აღმნიშვნელი ნიშანი.
ფორუმს თურქეთის გარდა, შეუერთდნენ აფხაზეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, კატარის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, მონღოლეთის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები