"Türkvizyon" სიმღერების კონკურსს ყაზანი უმასპინძლებს

ეს კონკურსი მეორედ ტარდება

146372
"Türkvizyon" სიმღერების კონკურსს ყაზანი უმასპინძლებს



გუშინ სტამბოლში “Türkvizyon“ სიმღერების კონკურსის გაცნობითი პრეზენტაცია მოეწყო.

ეს კონკურსი წელს რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში ჩატარდება, რომელიც ამავე დროს 2014 წლის თურქული სამყაროს კულტურის დედაქალაქსაც წარმოადგენს.

“Türkvizyon“ სიმღერების კონკურსი წელს მეორედ ტარდება და პირველი გასულ წელს თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში ჩატარდა.

ყაზანის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 24 ქვეყნის წარმომადგენელი და ნახევარფინალი 19 ნოემბერს, ფინალი კი 21 ნოემბერს შესდგება და იგი პირდაპირ იქნება ტრანსლირებული TRT Avaz და TRT Müzik ტელეარხებით


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები