პირველი ჩქაროსნული მატარებელი ჩავიდა სტამბოლში

პირველ ეტაპში სტამბოლ- ანკარას შორის მანძილი დაყვანილ იქნება სამ საათ ნახევრამდე

71507
პირველი ჩქაროსნული მატარებელი ჩავიდა სტამბოლში

ანკარა-სტამბოლის პირველი ჩქაროსნული მატარებელი ჩავიდა სტამბოლში. პირველ ეტაპში სტამბოლ- ანკარას შორის მანძილი დაყვანილ იქნება სამ საათ ნახევრამდე. პირველი მატარებელი ანკარის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. მისი პირველი მგზავრიც პრემიერ მინისტრი რ.თ. ერდოღანი იყო.
საზეიმო ცერემონია ჩატარდა ესკიშეჰირში, სადაც მოეწყო მატარებლის გამოკვლევა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ TÜLOMSAŞ-ის ქარხანაში ნაწარმმა ახალი თაობის მატარებელმა უკვე დაასრულა საცდელი ეტაპი.
მატარებლის მეორე გაჩერება იყო ბილეჯიკი იქ ჩატარებული საზეიმო ღონისძიების შემდეგ მატარებელი ჩავიდა სტამბოლში.
მატარებლით, პენდიკში ჩასული ერდოღანი მიმართვით გამოვიდა ხალხის წინაშე და აღნიშნა, რომ ამით შესძლეს დედაქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება. ბედნიერნი არიან რომ თურქეთი არის მსოფლიოს მერვე და ევროპის მეექვსე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ჩქაროსნული მატარებელი.
დაამატა, რომ ეროვნული წარმოების ჩქაროსნული მატარებლით შესაძლებელი იქნება კომფორტული მგზავრობა.
ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც გუშინ საღამოს ჩავიდა სტამბოლში მომსახურებაში შევა კვირას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები