სამხრეთ კვიპროსის თაჰთაკალეს მეჩეთი 51 წლის შემდეგ გაიხსნა

82653
სამხრეთ კვიპროსის თაჰთაკალეს მეჩეთი 51 წლის შემდეგ გაიხსნა

სამხრეთ კვიპროსის თაჰთაკალეს მეჩეთში, 51 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა ნამაზის ლოცვა.
თაჰთაკალეს მეჩეთი, 1963 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელმაც 3 თურქი შეიწირა, დაიკეტა.
შვეციის ლეფკოშას საელჩოს ინიციატივით 2009 წელში რელიგიათა შორის დიალოგის პროექტის ფარგლებში მოხდა მეჩეთის შეკეთება და 51 წლის შემდეგ გახსნა.
კონფესიათა ლიდერის, პროფესორ თალიბ ათალაის განცხადებით, მეჩეთის გახსნა მნიშვნელოვანია კუნძულზე მშვიდობის დამკვიდრებისთვის.
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის სავვას ჰაკიონასის განცხადებით მოხდა ჩრდილოეთ კვიპროსში არსებული ეკლესიების შეკეთება და მომსახურებაში გადაცემა.
შვეციის ლეფკოშას ელჩმა კლას კიაროვმა თაჰთაკალეს მეჩეთის 51 წლის შემდეგ მომსახურებაში გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა.
ამის შემდეგ, დელეგაცია შევიდა მეჩეთში. თალიბ ათალაიმ თავის თავზე აიღო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მეჩეთში შეგროვილი ხალხისთვის ნამაზის ლოცვის ცერემონიის ჩატარება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები